კატალონიის უკვე ყოფილი ლიდერი მხარდამჭერებს წინააღმდეგობის გაწევისკენ მოუწოდებს

, 29 ოქტომბერი, 2017 - 13:18

ესპანეთის მთავრობის მიერ გადაყენებული კატალონიის ყოფილი ლიდერი  კარლეს პუჩდემონი მხარდამჭერებს მადრიდის პირდაპირი კონტროლის წინააღმდეგ დემოკრატიული მეთოდებით ბრძოლისკენ მოუწოდებს.

"ცხადია, ეს საუკეთესო ფორმაა იმის დასაცავად, რასაც ჩვენ მივაღწიეთ - ეს დემოკრატიულ ოპოზიციასა და 155-ე მუხლს ეხება," - განაცხადა პუჩდემონმა.

კატალონიელების ყოფილი ლიდერის განცხადებით, ის გააგრძელებს თავისუფალი ქვეყნის აშენებას, ესპანეთის კონსტიტუციის 155-ე მუხლი კი საშუალებას აძლევს ეროვნულ მთავრობას, კრიზისის შემთხვევაში, ავტონომიურმა რეგიონებმა პირდაპირი მმართველობა შემოიღონ. რაც შეეხება მთავრობის დათხოვნას,  კარლეს პუჩდემონი მადრიდის პოზიციას აგრესიად აფასებს.

ესპანეთის მთავრობამ კატალონიის მთავრობა და კანონშემოქმედთა საბჭო მას შემდეგ დაითხოვა, რაც კატალონიის პარლამენტმა უმრავლესობით 27 ოქტომბერს დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61