WikiLeaks-ი ჯილდოს აწესებს - 100 ათასი დოლარი იმ პირს, ვინც კენედის მკვლელობის გასაჯაროებულ დოკუმენტებში აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან კანონის დარღვევას ან შეცდომას დაადგენს

პარასკევი, 27 ოქტომბერი, 2017 - 23:11

WikiLeaks-ი კენედის მკვლელობის შესახებ საიდუმლო ინფორმაციისთვის 100 ათას დოლარს გადაიხდის.  ჯილდო პირს იმ შემთხვევაში მიეცემა,  თუ ის გასაჯაროებულ  დოკუმენტებში აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან კანონის დარღვევას ან ხელისუფლების შეცდომას დაადგენს.

WikiLeaks- მა ჯილდო აშშ-ს 35-ე პრეზიდენტის ჯონ კენედის მკვლელობის საიდუმლო დოკუმენტაციის გასაჯაროებასთან დაკავშირებით გამოაცხადა. როგორც ორგანიზაციის Twitter- შია ნათქვამი, 100 000 დოლარს იმ ინფორმაციისთვის  გადაიხდიან, რომლითაც დადასტურდება კანონის დარღვევა ან ადმინისტრაციული შეცდომა.

დღეს  აშშ-ში, კენედის მკვლელობის შესახებ 2,891 დოკუმენტი გამოქვეყნდა, რომელიც ხელმისაწვდომია ეროვნული არქივის მონაცემთა ბაზაში. 

კენედი 1963 წლის 22 ნოემბერს დალასში სნაიპერის მიერ იქნა მოკლული,  ლი ჰარვი ოსვალდმა მეექვსე სართულიდან პრეზიდენტის მანქანას სამჯერ ესროლა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6