მე ვიცოდი რა ნაღმებს ვდებდი ჩვენს სახელმწიფოებრიობაში - საქართველოს პრეზიდენტმა განმარტა, თუ რატომ მოაწერა ხელი ვეტოდადებულ კონსტიტუციას

პარასკევი, 27 ოქტომბერი, 2017 - 21:03

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებსა და საქართველოს მოსახლეობას საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში აქტიური ჩართულობისათვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ განმარტა საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხელმოწერის საფუძველი.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ხელის არმოწერა გამოყენებული იქნებოდა ჩვენი სახელმწიფოებრიობის წინააღდეგ ძალიან ნათელი მესიჯით, რომ საქართველო ვერ შედგა როგორც დემოკრატია, იმიტომ რომ კონსტიტუციაზე არ არის პრეზიდენტის ხელმოწერა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესის დაწყების პირველივე დღიდან საკონსტიტუციო კომისიაში არშესვლით ძალიან რადიკალური ნაბიჯი გადადგა და ბევრი კრიტიკაც მიიღო.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ამ თვალსაზრისით ყველაფერი გამართლდა და საკონსტიტუციო კომისიამ ბოლოს დადო დოკუმენტი, რომელსაც ერთპარტიული ხელმოწერა ჰქონდა.

„მერე იყო გრძელი პროცესი ჩვენი პარტნიორებისა და საერთაშორისო ექსპერტების იმედგაცრუების, შემდეგ იყო ვეტო და ამ ვეტოს წინ უძღოდა ძალიან მნიშვნელოვანი კონსენსუსი პარტიებს შორის. ვეტო დაიძლია და ჩემს წინაშე დადგა დილემა: გამეგრძელებინა ის პოლიტიკური პროცესი, რომელიც მე მარტომ დავიწყე, თუმცა საბოლოოდ მარტო თავის პულტებთან დარჩა „ქართული ოცნება“, თუ მომეწერა კონსტიტუციისთვის ხელი. ეს იყო დილემა. იმიტომ რომ, ერთი მხრივ, ლოგიკური იყო პოლიტიკური პროცესი გამეგრძელებინა და მიმეყვანა თავის საბოლოო დასასრულამდე, მაგრამ მეორე მხრივ, მე ვიცოდი რა ნაღმებს ვდებდი ჩვენს სახელმწიფოებრიობაში. იმიტომ რომ კონსტიტუციის ხელმოწერასა და არმოწერას შორის არის განსხვავება იმ თვალსაზრისით, რომ გვინდა კი, საერთოდ, კანონი თუ ქვეყნის ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის პოლიტიკური პირი საზოგადოებას ეუბნება, რომ ამ კანონს უკანონობა ჯობია. ეს იქნებოდა უაღრესად სახიფათო ჩვენი სახელმწიფოსთვის. ეს იქნებოდა გამოყენებული ჩვენი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ძალიან ნათელი მესიჯით, რომ საქართველო ვერ შედგა როგორც დემოკრატია, იმიტომ რომ კონსტიტუციაზე არ არის პრეზიდენტის ხელმოწერა. ეს იქნებოდა სახიფათო იმ თვალსაზრისით, რომ ნებისმიერი დესტრუქციული ჯგუფი, რომელიც დაგეგმავდა რაიმე ტიპის დაუმორჩილებლობას, მათი მოწოდება კონსტიტუციის ფარგლებში იქნებოდა ძალიან სუსტი, იმიტომ რომ ამ კონსტიტუციას არ ექნებოდა ასეთი ლეგიტიმაცია.

ჩემს წინაშე იყო დილემა საერთოდ ამ კანონის აღიარებასა თუ მის არაღიარებას შორის. ეს იყო დილემა ჩემი პოლიტიკური გზის, კიდევ ერთხელ იმ გზის, რომელიც მე დავიწყე, გაგრძელებასა თუ საკუთარ პოლიტიკურ ქულებზე უარის თქმასა და სახელმწიფოებრიობის უფრო მაღალ ღირებულებად დაყენებას შორის. და მე გადავდგი ეს რთული ნაბიჯი, რომელმაც ბუნებრივია, გამოიწვია ბევრი ადამიანის უარყოფითი რეაქცია. მე დღეს მინდა მათ ვუთხრა, რომ ყოველთვის, როდესაც ჩემს წინ იქნება დილემა, ჩემს პოლიტიკურ ინტერესებსა და სახელმწიფოს შორის, ბუნებრივია მე სახელმწიფოს ინტერესებს პრიორიტეტულად დავაყენებ”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55