„ენის სახელმწიფო დეპარტამენტის“ თავმჯდომარედ პროფესორი გიორგი ალიბეგაშვილი დაინიშნება

პარასკევი, 27 ოქტომბერი, 2017 - 15:51

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს „ენის სახელმწიფო დეპარტამენტის“ თავმჯდომარის პოსტს პროფესორი გიორგი ალიბეგაშვილი დაიკავებს.

„სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის შესაბამისად, დეპარტამენტის თავმჯდომარეს ევალება, ჩამოაყალიბოს სტრუქტურა, მოამზადოს დეპარტამენტის დებულება, ხოლო, სტრუქტურის დამტკიცების შემდეგ, შეარჩიოს თანამშრომლები არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.

პროფესიით ფილოლოგი, პროფესორი გიორგი ალიბეგაშვილი სხვადასხვა პერიოდში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, ასევე თსუ-ს ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ფილოლოგიის მიმართულებით; სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის სასწავლო დარგის პრორექტორი; წლების განმავლობაში ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას სხვადასხვა საჯარო და საავტორო სკოლაში; კითხულობს ლექციებს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში.

2013-დან დღემდე იკავებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5