ცენტრალურ რაიონებში K2 კოეფიციენტის გაყიდვა არ უნდა მოხდეს - გარდამავალ პერიოდში სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

პარასკევი, 27 ოქტომბერი, 2017 - 15:37

 გარდამავალ პერიოდში შეიქმნება სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რომელიც გენერალური გეგმის პროექტს შეაფასებს. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულმა თბილისის მერობის კანდიდატმა გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის წევრებისგან მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

„ტრანზიციის პირობებში შევქმნით ჯგუფს, რომელშიც სხვადასხვა სპეციალისტი იქნება წარმოდგენილი. გამოვითხოვთ ამ დოკუმენტს და გვექნება ჩვენი შეფასებები. ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი არის კოეფიციენტების საკითხი. ჩვენ ვეთანხმებით მათ მოსაზრებას და იგივე მოსაზრება გვაქვს, რომ ცენტრალურ რაიონებში K2 კოეფიციენტის გაყიდვა არ უნდა მოხდეს. ეხლაც არის შეზღუდული და ეს მომდევნო წლების განმავლობაშიც გაგრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღება რაც შეიძლება მალე მოხდეს და ეს დოკუმენტი ყველანაირად იყოს გამართული. ეს იქნება ქალაქის ერთგვარი კონსტიტუცია, რასაც დაეყრდნობა ქალაქის შემდგომი განვითარება. ქაოტური განაშენიანების პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას. ჩვენი მხრიდან ყველა შენიშვნა მიწოდებული იქნება გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფისთვის და ერთად გავივლით თუ რისი გათვალისწინება იქნება შესაძლებელი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა ძველ თბილისზე, საჯარო სივრცეების განვითარებასა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონების მოწყობაზე, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებაზე, ქვეითთა სივრცეების მოწყობაზე და პოლიცენტრული არეალების დადგენაზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58