დღეს თბილისში საქართველოს თავდაცვის მინისტრი საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

ხუთშაბათი, 26 ოქტომბერი, 2017 - 19:05

დღეს თბილისში საქართველოს თავდაცვის მინისტრი საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა. ლევან იზორია ფლორანს პარლის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა. ორმხრივი შეხვედრა სამთავრობო დარბაზში გაიმართა, სადაც მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის დეტალები, მათ შორის შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო რამდენიმე კვირაში საქართველოს საზღვაო აკვატორიაში ფრანგული სამხედრო ხომალდის შემოსვლის მნიშვნელობას.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უახლოეს პერიოდში საფრანგეთის დახმარებით ქართველი სამხედროების გადამზადებაც მოხდება, რომლებიც ფრანგული პროექტის საჰაერო თავდაცვის სისტემის მართვას უზრუნველჰყოფენ.

აუდიენციაზე საფრანგეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა სამხედროების კვალიფიკაციის ამაღლებისა და განათლების კუთხით თანამშრომლობაზეც გაამახვილეს ყურადღება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს არის თავდაცვის მინისტრებთან ლევან იზორიას რიგით მეხუთე შეხვედრა. ამ პერიოდში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეხვედრები კანადის, ლიტვის, გერმანიის, დიდი ბრიტანეტის დღეს კი საფრანგეთის თავდაცვის მინისტრებთან გამართა.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოში საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი -პასკალ მენიე დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45