თუ კიმ ჩენ ინი მოულოდნელად დაიღუპება, ამერიკისთვის ამის კითხვას აზრი არ აქვს - მაიკ პომპეო

ოთხშაბათი, 25 ოქტომბერი, 2017 - 20:49

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი მაიკ პომპეო არ გამორიცხავს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის მკვლელობას. 

როგორც პომპეო აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ  ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რაციონალური მენეჯერია, რომელიც მიმართულია იმაზე, თუ როგორ დარჩეს ხელისუფლებაში და ძალიან სურს ყოველდღე  საკუთარ საწოლში იღვიძებდეს, შესაძლოა, მოულოდნელად აღარ გამოჩნდეს და ამერიკისთვის ამის კითხვას აზრი არ აქვს.

 "თუ კიმ ჩენ ინი  მოულოდნელად გაქრება და  თუ გავითვალისწინებთ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ისტორიას, უბრალოდ,  ამაზე საუბარი არ მინდა", - აცხადებს პომპეო. მისივე თქმით,  "ჩვენ ვაპირებთ გავხდეთ უფრო მკაცრი სააგენტო".

პომპეოს თქმით, ჩრდილოეთ კორეა ძალიან ახლოსაა, რომ  საკუთარი ბირთვული რაკეტები ჰქონდეს, რომელსაც შეუძლია ამერიკული სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებზე დარტყმის მიყენება, - იუწყება გამოცემა South China Morning Post.

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორიის განცხადებით, თეთრი სახლის  ხელმძღვანელი დონალდ ტრამპი  არ დაუშვებს ჩრდილოეთ კორეის ამ გარღვევას, თუმცა ტრამპს ამ ეტაპზე  მაინც ურჩევნია სანქციები და დიპლომატია გამოიყენოს და აიძულოს  ინი განიარაღების თაობაზე მოლაპარაკებაზე წამოვიდეს. რაც შეეხება აშშ-ს მიერ სამხედრო ძალის გამოყენებას, როგორც პომპეო აცხადებს,  კვლავაც რჩება პრობლემის გადაჭრის  ერთ-ერთ ვარიანტად.

მაიკ პომპეოს თქმითვე, აშშ-ს დაზვერვა აგრძელებს  დაკვირვებას ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის განვითარებაზე, რისი პოტენციალიც  ძალიან სწრაფად  იზრდება და ამერიკა დარწმუნებული უნდა იყოს, როდის შექმნის ფხენიანი საკუთარ ბირთვულ რაკეტას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.1
  • 3.49
  • 0.05
  • 0.68
  • 1.51