ირაკლი კობახიძე ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს შეხვდა

ოთხშაბათი, 25 ოქტომბერი, 2017 - 14:20

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოში იმყოფება, ქვეყნის პრეზიდენტს რუვენ რივლინს შეხვდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ და მჭიდრო მეგობრობაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და ისრაელში არსებულ ვითარებას, ასევე, უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა გამოწვევებთან გასამკლავებლად კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობა.

რუვენ რივლინის თქმით, ისრაელის სახელმწიფო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მისივე შეფასებით, საქართველო საიმედო პარტნიორი და მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ქვეყანაა გლობალური უსაფრთხოების საკითხებში. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს პარლამენტსა და ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესახებაც. როგორც აღინიშნა, ამ მიმართულებით, აქტიურად იმუშავებენ საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფები. გარდა ამისა, ხაზი გაესვა ხალხთაშორისი ურთიერთობისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58