აშშ-ის საელჩოში ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

ოთხშაბათი, 25 ოქტომბერი, 2017 - 17:42

 საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ორგანიზებით, საელჩოს ტერიტორიაზე ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, სადაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტების ბენეფიციარმა ქართველმა მეწარმეებმა საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს.

ღონისძიებას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის ლევან დავითაშვილს მადლობა გადაუხადა.

„ასეთ ღონისძიებებზე ჩვენ შეგვიძლია იმ უმნიშვნელოვანესი დახმარების ხელშესახები შედეგები დავინახოთ, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისგან, ამერიკელი მეგობრისგან 25 წლის განმავლობაში ვიღებთ და რომელიც, ძირითადად, USAID მიერ ორგანიზებული სხვადასხვა წარმატებული პროექტის მეშვეობით ხორციელდება. ეს არის მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება, რომელიც სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების მოზიდვაში მოგვეხმარა. ყველა ის პროექტი, რომელიც ხორციელდებოდა USAID-ის მიერ სრულ თანხვედრაშია სოფლის მეურნეობის განვითარების სახელმწიფო სტრატეგიასთან. მინდა წარმატებები ვუსურვო USAID-ის პროექტის ბენეფიციარ ჩვენს ფერმერებსა და მეწარმეებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.48
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43