განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მორიგ სიცრუეს ავრცელებს - დავით ფერაძე

ოთხშაბათი, 25 ოქტომბერი, 2017 - 16:37

 პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი ხელმძღვანელი დავით ფერაძე 67-ე საჯარო სკოლის პედაგოგ დოდო კეზუასთან დაკავშირებით,  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სიცრუეში ადანასაულებს.

"პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის და 67-ე საჯარო სკოლის საზოგადოების ერთობლივი აქციის შედეგად, ჩვენ ვაიძულეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მიეღო სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება. ცხადია, ამ პოზიტიური ნაბიჯის გამო სამინისტროს მადლობა გადავუხადეთ, თუმცა მან მორიგი ცრუ განცხადებაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, თურმე, სკოლის სამეურვეო საბჭო არ არის უფლებამოსილი გააბათილოს ამავე სკოლის დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილება ქიმიიის მასწავლებლის დ. კეზუაზე დადებულ დისციპლინარულ სახდელთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზე სკოლის დირექტორმა კეზუას შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტა.

გაცნობებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, კერძოდ, ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის (მუხლი, 38, თავი 1, პ. „თ“ და „ლ“) ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წ. 30 დეკემბრის ბრძანება №167/ნ-ის (მუხლი 15, 1) შესაბამისად, ქალბატონ კეზუას სრული უფლება აქვს სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართოს დირექტორის ბრძანების გაუქმებით. და თავის მხრივ სამეურვეო საბჭო ვალდებულია განიხილოს კეზუას საჩივარი და მიიღოს გადაწყვეტილება. ამ საკითხებთან დაკავშირებით დაწვრილებით მოგვიანებითაც ვიმსჯელებთ.

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან მსგავსი განცხადების გაკეთება არის ან სრული უცოდინრობა, ან პედაგოგ კეზუას მიზანმიმართული დევნა - არ დაუბრუნდეს სამსახურს. ნებისმიერ შემთხვევაში, პედაგოგ კეზუას საკითხის მოუგვარებლობა გამოიწვევს სკოლის გარშემო სიტუაციის ხელახლა დაძაბვას", - აცხადებს დავით ფერაძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61