ირაკლი კობახიძე ისრაელში მაღალი რანგის შეხვედრებს მართავს

ოთხშაბათი, 25 ოქტომბერი, 2017 - 12:01

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე,  ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად,  მაღალი რანგის შეხვედრებს მართავს.

შეხვედრებზე საუბრის მთავარი თემები ქვეყნებს შორის ეკონომიკის, უსაფრთხოების, სავაჭრო და სხვა მიმართულებებით თანამშრომლობის საკითხებია.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე ქნესეთის თავმჯდომარეს, იული იოელ ედელშტეინს, ქვეყნის პრეზიდენტ რუვენ რივლინს და ისრაელი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს - ჰილიკ ბარს და იოავ კიშს შეხვდება.

„მაღალი დონის ვიზიტის განმავლობაში შეხვედრას გავმართავთ ქნესეთის თავმჯდომარესთან, ქვეყნის პრეზიდენტთან. საუბარი შეეხება უსაფრთხოების გამოწვევებს, ეკონომიკურ საკითხებს და სხვა საკითხებს. ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ჩვენი ქვეყნისა და ისრაელის სახელმწიფოს კიდევ უფრო დამეგობრებისა და პარტნიორული ურთიერთობის განმტკიცების საქმეში“,- განაცხადა ისრაელის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტისა და ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ.

„ეს არის მნიშვნელოვანი ვიზიტი, რადგან 2017 წელს ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავს აღვნიშნავთ. არაერთი მნიშვნელოვანი ვიზიტი განხორციელდა როგორც საქართველოში, ასევე ისრაელში. მიმაჩნია, რომ ეს ვიზიტი სწორედ ამ ურთიერთობის გამყარებას ემსახურება. დღეს ძალიან მეგობრული და საინტერსო შეხვედრა გვქონდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან. ვისაუბრეთ პოლიტიკურ მხარდაჭერასა და იმ მიმართულებებით ურთიერთობების გაღრმავებაზე, რაც ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს - ეს არის ეკონომიკა, ვაჭრობა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები“, - განაცხად სოფიო ქაცარავამ.

ისრაელის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრის, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ისრაელი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია ახლო აღმოსავლეთში.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ვიზიტზე საპარლამენტო ოპოზიციას აქვს საშუალება, ვისაუბროთ თემებზე, რომელიც უშუალოდ ეხება საქართველოს. ეს გახლავთ უსაფრთხოების სიტუაცია, მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში, ტერორიზმთან ბრძოლა, ეკონომიკური თანამშრომლობა საქართველოს და ისრაელს შორის და ყველა ის საკითხი, რომელიც არის მნიშვნელოვანი როგორც საქართველოსთვის, ასევე, ჩვენი მასპინძლებისთვის“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6