მიხეილ სააკაშვილი რადასთან კარავში დაბინავდა

სამშაბათი, 24 ოქტომბერი, 2017 - 23:25

პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერი  მიხეილ სააკაშვილი კიევში, უმაღლესი რადას შენობასთან აქციის მონაწილეებს შეუერთდა და გაშლილ კარავში დაბინავდა.

როგორც სააკაშვილმა განაცხადა, მას არც  თბილი ტანსაცმლის წაღება დავიწყნია.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სააკაშვილის განცხადებით, ის პარტია "სამოქალაქო პოზიციის" ლიდერს ანატოლი გრიცენკოსა და ლვოვის მერს ანდრეი სადოვოვს ელოდება, რის შემდეგ მათი სამომავლო გეგმები გაირკვევა.

 მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა და უკრაინის ნაციონალისტური პარტიებისა და ზოგიერთი საზოგადოებრივი ორგანიზაციების  აქტივისტებმა 17 ოქტომბერს რადასთან საპროტესტო აქცია გამართეს  საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანისა და ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნის მოთხოვნით. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6