ჰოლანდიელი ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ დამშეულ რუსეთში ვირთხების ჭამა დაიწყეს

სამშაბათი, 24 ოქტომბერი, 2017 - 22:53

ჰოლანდიელი ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ ემბარგომ რუსეთი ცუდ დღეში ჩააგდო და მოსკოვის მოსახლეობამ ვირთხების ჭამა დაიწყო, - წერს ერთ-ერთი წამყვანი გაზეთი de Volkskrant-ი.

როგორც  სტატიაში "რუსეთი ვირთხებზე გადადის" ავტორები წერენ, დედაქალაქში მაცხოვრებელთა ცხოვრების დონე იმდენად დაეცა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც საშუალო ფენას განეკუთვნება, არაფერი აქვს საკვები, გარდა ვირთხებისა.

რუსული მედია წერს, რომ ჟურნალისტების მოსაზრება დაუსაბუთებელია და მათ ნუტრია ვირთხაში აერიათ, რადგან მოსკოვში  სამხრეთ რუსული სამზარეულოს რესტორანი გაიხსნა, სადაც დელიკატესებს შორის არის ნუტრიას ხორცი. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61