ალბერტ აინშტაინის "ბედნიერების რეცეპტი" აუქციონზე 1.56 მილიონ დოლარად გაიყიდა

სამშაბათი, 24 ოქტომბერი, 2017 - 23:07

ცნობილი ფიზიკოსის ალბერტ აინშტაინის "ბედნიერების რეცეპტი" იერუსალიმის აუქციონზე 1.56 მილიონ დოლარად გაიყიდა, - აღნიშნულის შესახებ აუქციონის სახლი Winner's წერს. გარდა ამისა, აუქცინზე  240 ათას დოლარად გაიყიდა მეორე "რეცეპტი", ხოლო  აინშტაინის კიდევ ორი წერილი - 33 ათას და 9.6 ათას დოლარად.

1922 წლის ნოემბერში აინშტაინი,  ნობელის პრემიის დაჯილდოების შემდეგ,  იაპონიაში, ტოკიოში ლექციების ჩასატარებლად ჩავიდა. სასტუმროში მას კურიერისთვის მისაცემი ხურდა ფული არ აღმოაჩნდა და მადლობის ნიშნად, ფურცელზე გერმანულ ენაზე  რამდენიმე წინადადება  დაუწერა. ამასთან, ფიზიკოსმა კურიერს ურჩია, რომ ამ ჩანაწერებს გაფრთხილებოდა, რადგან  მომავალში მათ  მნიშვნელოვანი ღირებულება ექნებოდა.

"მშვიდ და მოკრძალებულ ცხოვრებას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე წარმატებების დევნას, მუდმივ მოუსვენრობასთან ერთად", წერია პირველ "რეცეპტში", მეორეში კი - "თუ არსებობს ნება, საშუალებაც გამოინახება".

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45