ირაკლი კობახიძემ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

სამშაბათი, 24 ოქტომბერი, 2017 - 21:10

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, იერუსალიმში, წამებულთა და გმირთა ჰოლოკოსტის მემორიალური მუზეუმი „იად ვაშემი“ მოინახულა და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„ჰოლოკოსტის მემორიალური მუზეუმი გვეუბნება, რომ ერთად უნდა ვიდგეთ მშვიდობისა და ადამიანის ღირსების დასაცავად. მადლიერები ვართ ჩვენი მასპინძლობისთვის. ებრაელ ხალხს ვუსურვებთ სულიერ სიძლიერეს. ჩვენ ვდგავართ ისრაელის გვერდით“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61