თბილისის „დინამო“ ფიბა ევროპის თასზე რუმინულ გუნდს დაუპირისპირდება

სამშაბათი, 24 ოქტომბერი, 2017 - 21:55

საკალათბურთო კლუბი „დინამო თბილისი“ ფიბა ევროპის თასზე ასპარეზობს. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი 25 ოქტომბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 19:00 საათზე, ჯგუფის ფავორიტს, რუმინულ „კლუჟ - ნაპოკას“ უმასპინძლებს.

მატჩამდე თბილისის „დინამომ“ ოლიმპიურ სასახლეში ღია ვარჯიში ჩაატარა, სადაც  „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ხოშტარიამ პრობლემებზე ისაურა.

"გუნდში ნორმალური სიტუაციაა, თუმცა გვაქვს პრობლემა. ფეხის ტრავმა აწუხებს ნიკოლა გაჩეშას, რომელიც ბოლო თამაშში, „რუსთავთან“ მიიღო. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მიხეილ ბერიშვილის თამაში. თუკი მათ თამაში ვერ შეძლეს, ეს ძალიან დიდი დანაკლისი იქნება ჩვენთვის, რადგანაც ჩვენი ხვალინდელი მეტოქე ძალიან ძლიერია. რუმინული გუნდი ფავორიტია როგორც ჩვენი ქვეჯგუფის, ისე მთლიანად გათამაშების. შესაბამისად ჩვენი მიზანია, ვაჩვენოთ მაქსიმუმი, არ შევირცხვინოთ თავი ჩვენი გულშემატკივრების წინაშე და დაველოდოთ ბოძებულ შანსს. ვფიქრობ, როგორც გასვლით მატჩში „ლუკოილის“ წინააღმდეგ, სადაც ბოლო წამზე გადაწყდა თამაში ბედი, რუმინელებთანაც გვექნება შანსი და ჩვენ დაველოდებით მას. გულშემატკივრებს ვპირდებით, რომ 40 წუთის განმავლობაში ბოლომდე ვიბრძოლებთ, ისევე როგორც წინა შეხვედრებში", - განაცხადა ირაკლი ხოშტარიამ.

რაც შეეხება მიხეილ ბერიშვილის ტრავმას, კალათბურთელი ამბობს, რომ  ექიმი გადაწყვეტს, ითამაშებს თუ არა.

რუმინულ „კლუჟ - ნაპოკასთან“ ერთად „დინამო“ ჯგუფში ბულგარულ „ლუკოილ აკადემიკთან“ და თურქულ „ისთანბულთან“ მოხვდა. ფიბა ევროპის თასზე ჯგუფში 6 ტურის შემდეგ მომდევნო ეტაპზე საუკეთესო 2 გუნდი გავა.

ოლიმპიურ სასახლეში გულშემატკივრებისთვის მატჩზე დასწრება უფასო იქნება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59