ინტრიგული მეთოდით მანიპულირება და „გამოჭერილი“ სკოლის ხელმძღვანელები - დავით ფერაძე პედაგოგებს მიმართავს

სამშაბათი, 24 ოქტომბერი, 2017 - 14:57

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი დავით ფერაძე თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში განვითარებულ  მოვლენებს სახელმწიფოს და მისი მოხელეების მხრიდან პედაგოგების და მოსწავლეთა უფლებების უხეში დარღვევის ნათელ დადასტურებად აფასებს.

"ეს გახლავთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კორუფციულ-ნეპოტისტური საქმიანობის გაგრძელება, სამინისტროსი, რომელსაც სინამდვილეში, საგანმანათლებლო პოლიტიკა სრულებით არ აინტერესებს. ასე რომ არ ყოფილიყო, მაშინ, პირველ რიგში, იმ დირექტორის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებდა, რომლის კანონსაწინააღმდეგო დარღვევები რამდენიმე თვის წინ გამოიკვლია და დაადასტურა თავად სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა.

კიდევ ერთხელ დასტურდება ამვე დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ინტრიგული მეთოდით მანიპულირება, რომლითაც „გამოჭერილი“ სკოლის ხელმძღვანელები, სამინისტროს დირექტივების იძულებით უსიტყვო შემსრულებლებად გვევლინებიან.

პედაგოგთა საკოორდინაცი ცენტრის საფუძვლიანი ვარაუდით, 67-ე საჯაროს სკოლის გათავისუფლებულ პედაგოგთან დაკავშირებით მოსწავლეებზე ფსიქოლოგირი ზეწოლით ფაქტები გაყალბდა. დღეს პედაგოგთა კორპუსის დუმილი არის ხელმძღვანელ პირთა დანაშაულებრივ ქმედებათა წახალისება, და ამით ქვეყნის პედაგოგთა სამომავლო დევნის გაიოლებისთვის ხელშეწყობა.

ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ 67-ე სკოლის პედაგოგიურ საზოგადოებას და მოვუწოდებთ დედაქალაქისა და საქართველოს მასწავლებლობას - დადგნენ კოლეგების გვერდით, სანამ გვიან არ არის, სანამ იგივე საშიშროება თითოეულ მათგანს შეეხება", მათქვამია დავით ფერაძის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45