გარდაუვალია კლანებს შორის ომი ოცნების წიაღში. ერთ წელიწადში არჩეული მერი დამოუკიდებელ თამაშს დაიწყებს - ელისო კილაძე

, 22 ოქტომბერი, 2017 - 15:31

გაზეთ "ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე დარწმუნებულია, რომ არჩეული მერი  ერთ წელიწადში  უკვე პარტიისგან დამოუკიდებლად იმოქმედებს, ხოლო  მმართველ პარტიაში დაპირისპირებები დაიწყება.

ამასთან, როგორც ელისო კილაძე აცხადებს, კახი კალაძე 211 437 თბილისელის არჩეული მერია, მაშინ როდესაც თბილისში 944 152 ამომრჩეველია.

"მისი არჩევა, თან დაბალი ლეგიტიმაციით, არის კარგი ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის იწყება საინტერესო პროცესი - როცა გარედან წნეხი აღარაა, დაპირისპირება იწყება შიგნით - გარდაუვალია კლანებს შორის ომი ოცნების წიაღში. ერთ წელიწადში არჩეული მერი დამოუკიდებელ თამაშს დაიწყებს", - აცხადებს ელისო კილაძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6