წინასწარი შედეგებით, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძე ერთპიროვნულად ლიდერობს

, 22 ოქტომბერი, 2017 - 10:00

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ მედიას 21 ოქტომბრის თვითმმართველი ქალაქების მერის არჩევნების წინასწარი შედეგები გააცნო. თამარ ჟვანიამ მედიას 03:30 საათის მდგომარეობით არსებული წინასწარი შედეგები წარუდგინა.

„მინდა გაგაცნოთ ხმის დათვლის ის წინასწარი შედეგები, რომლებიც ამ დროისთვის შემოვიდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. როგორც მოგეხსენებათ, ხმები ითვლება საუბნო საარჩევნო კომისიებში, სადაც დგება შემაჯამებელი ოქმები, შემდეგ ისინი იგზავნება საოლქო საარჩევნო კომისიებში, რომლებიც თავის მხრივ ამ მონაცემებს ტვირთავენ ელექტრონულ სისტემაში, საიდანაც დაუყოვნებლივ მოგვეწოდება ოქმები და იტვირთება ვებგვერდზე results.cec.gov.ge;

რა თქმა უნდა წინასწარი შედეგები მუშავდება ჩვენი ოპერატორების მიერ; მინდა აღვნიშნო, რომ შემოსულია უბნების გარკვეული რაოდენობა, ჯერჯერობით არ არის სრული სურათი, როგორც მოგეხსენებათ სამი საარჩევნო ბიულეტენია თითოეულ უბანზე და დათვლის პროცესს სჭირდება გარკვეული დრო. აქვე აღვნიშნავ, რომ შემოსული ოქმები, რომლებიც ამ შედეგებს ასახავს, როგორც კი შემოვიდა ცესკოში, დაუყოვნებლივ აიტვირთა ცესკოს ვებგვერდზე და თითოეული ოქმის ნახვის შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ჰქონდა", - განაცხადა ჟვანიამ.

თბილისის მერის არჩევნების წინასწარი შედეგები 03: 30 სთ-ს მდგომარეობით ასეთია:

2. საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო” ელენე ხოშტარია - 7.39

 3. საარჩევნო ბლოკი „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო” კახა კუკავა - 1.6

5. საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ზაალ უდუმაშვილი - 16.68

8. „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” ირმა ინაშვილი - 3,27

10. „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია” გიორგი გუგავა - 0,98

11. „ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობა” დავით შუკაკიძე - 0.07

17. „საქართველო” გიორგი ლილუაშვილი - 0.08

18. „ტრადიციონალისტები” ნიკოლოზ სანებლიძე - 0.05

20. „შენების მოძრაობა” თენგიზ შერგელაშვილი - 0.26

27. საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო” გიორგი ვაშაძე - 1.85

39. „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა” ლაშა სტურუა - 0.11

41. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” კახა კალაძე - 51.4

42 საინიციატივო ჯგუფი ალექსანდრე ელისაშვილი - 16.6

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6