ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 43.31% შეადგინა

შაბათი, 21 ოქტომბერი, 2017 - 20:15

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ბრიფინგზე ცესკოს პრეს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, 20:00 საათის მდგომარეობით კენჭისყრაში ამომრჩეველთა 45,65%-მა (1569992) მიიღო მონაწილეობა. თბილისში ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 43.4%.

საღამოს 8:00 სთ-ზე ყველა საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად დაიხურა.

როგორც ანა მიქელაძემ მედიას განუცხადა, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, 20:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა იყო 43.31%.

„დღეს, ცესკოს სატალეფონო-საინფორმაციო ცენტრი მუშაობს 24 საათის განმავლობაში. მთელი დღის განმავლობაში, დილის 07:00 საათიდან საღამოს 8:00 საათამდე შემოვიდა 1 468 ზარი და 134 შეტყობინება ონლაინ ჩატის მეშვეობით. მათი დიდი ნაწილი ამომრჩევლების მიერ სიაში მონაცემების გადამოწმებას და საარჩევნო პროცედურების დაზუსტებას შეეხებოდა. არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა და განსაკუთრებულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია გარდა ცალკეული პროცედურული ხასიათის დარღვევებისა, რაზეც საარჩევნო ადმინისტრაციას ექნება შესაბამისი რეაგირება. რაც მთავარია ამომრჩევლებს თავისუფლად შეეძლოთ მთელი დღის განმავლობაში საკუთარი ნების გამოხატვა", - განაცხადა ანა მიქელაძემ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59