17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 36.71% შეადგინა

შაბათი, 21 ოქტომბერი, 2017 - 17:16

საარჩევნო ადმინისტრაციამ 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ წარადგინა ინფორმაცია. აღნიშნული დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 36.71% შეადგინა (1 262 809). ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში, კერძოდ - 53.4%, ხოლო ყველაზე დაბალი - შიდა ქართლში 31.5%.

რაც შეეხება თბილისს, 17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა 34.7%-ია.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ზემოაღნიშნული მონაცემები 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების აქტივობას შეადარა, - 2014 წელს 17:00 საათის მდგომარეობით აქტივობა 34.64% იყო.

„საარჩევნო უბნების დახურვამდე რამდენიმე საათია დარჩენილი. შეგახსენებთ, რომ კენჭისყრის პროცესი დასრულდება 20:00 სთ-ზე. რის შემდეგაც, საუბნო საარჩევნო კომისიები დაიწყებენ ხმების დათვლის პროცედურებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ, ვინაიდან კენჭისყრის პროცესის დასრულებამდე სულ რამდენიმე საათი რჩება“, განაცხადა ანა მიქელაძემ.

მან მედიას ასევე მიაწოდა ინფორმაცია მცირე პროცედურულ ხარვეზებზე: კერძოდ, მოთხოვნილია ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის #46-ე საარჩევნო უბნის გადასატანი ყუთის ხმების გაბათილება; გადასატან ყუთში 35 ხელმოწერა დაფიქსირდა, მათ შორის, იმ ამომრჩევლების, რომელთაც ხმა საარჩევნო უბანზეც მისცეს.

საჩივარი უკვე შევიდა და კომისია შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ანალოგიური ფაქტი დაფიქსირდა წალენჯიხის #10 საარჩევნო უბანზეც და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები მოახდენენ რეაგირებას კანონმდებლობის შესაბამისად.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61