15.00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 29.84% შეადგინა

შაბათი, 21 ოქტომბერი, 2017 - 15:12

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 სთ-ის მდგომარეობით წარადგინა. მოცემული დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 29.84% (1 026 430) შეადგინა.

როგორც ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში - 46.2% , ხოლო ყველაზე დაბალი - 25.4% შიდა ქართლში. რაც შეეხება თბილისს, 15:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა - 27.7%.

„რომ შევადაროთ ეს მონაცემები 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების აქტივობას, 15:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა იყო 28.94 %“, - აღნიშნა ანა მიქელაძემ.

„საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ დამკვირვებლებსა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს უფლება აქვთ დააკვირდნენ ამომრჩეველთა სიებში რეგისტრაციის პროცესს, მათ შორის, ნებისმიერი ადგილიდან, რაც ცალსახად დადგენილია საარჩევნო კანონმდებლობით. კერძოდ, დამკვირვებელთა უფლებების შესახებ 41-ე მუხლის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად: დამკვირვებელს უფლება აქვს დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემას და ა.შ. როგორც უკვე აღინიშნა ზოგადად, ამომრჩევლის სახელი, გვარი და სიაში რეგისტრაციის ნომერი მიეკუთვნება საჯარო ინფორმაციას, თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ ცესკოს დადგენილების თანახმად, დაუშვებელია ისეთი ინფორმაციის გადაღება რომელიც არ მიეკუთვნება საჯარო ინფორმაციას, მათ შორის ამომრჩეველთა სიების საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილ (სამაგიდო) ვერსია. შესაბამისად, სამაგიდო ვერსიის ფოტო-ვიდეო გადაღება დაუშვებელია და ასევე, საჯაროდ არ გაიცემა სამაგიდო სიის ასლები. ამასთან, რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვება უნდა განხორციელდეს ისე, რომ არ მოხდეს პერსონალური მონაცემის - პირადი ნომრის გამოყენება და კომისიის საქმიანობის ხელის შეშლა. როგორც ყველა წინა განცხადებაში, ეხლაც ავღნიშნავთ, რომ არჩევნებში ჩართულმა მხარეებმა ისე უნდა განახორციელონ საკუთარი უფლებები, რომ ამომრჩეველს შეეძლოს ნების თავისუფალი გამოვლენა“, - განაცხადა ცესკოს სპიკერმა საინფორმაციო ბრიფინგზე.

მან მედიას ასევე მიაწოდა ინფორმაცია პროცედურული ხარვეზების შესახებ: ხობის საოლქო საარჩევნო კომისიაში 31# საარჩევნო უბანზე ბიულეტენების შეკვრაში, რომელიც აკინძულია 50 ცალად, აღმოჩნდა ერთი ცალი სხვა ოლქის ბიულეტენი, კონკრეტულად კი, ზუგდიდის #31-ე უბნის ბიულეტენი, რაც სტამბის მიერ ბეჭდვისას დაშვებული შეცდომაა. კომისიამ შეადგინა ოქმი და ეს ბიულეტენი არ იქნება გამოყენებული.

გავრცელდა ინფორმაცია თითქოს მარნეულის #89 უბნიდან გაიტაცეს გადასატანი საარჩევნო ყუთი, თუმცა ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდევილეს. აღნიშნულ უბანზე ხმის მიცემის პროცესი კანონის ფარგლებში მიმდინაროებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.45
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43