12:00 საათის მდგომარეობით თბილისში ამომრჩეველთა აქტივობა 14.8%-ს შეადგენს

შაბათი, 21 ოქტომბერი, 2017 - 12:37

საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 12:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა.

„ამ დროისთვის 3 644 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 16.5% (567 699 ამომრჩეველი). 12:00 საათისთვის ყველზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში 27.9%, ყველზე დაბალი შიდა ქართლში - 13.9%, თბილისში კი აქტივობა 14.8%-ს შეადგენს.

შედარებისთვის გაცნობებთ, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 12:00 სთ-ისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 16.6% შეადგინა“, -განაცხადა ანა მიქელაძემ.

რაც შეეხება ინფორმაციას ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში შემოსული ზარების შესახებ: დილის 07:00 საათიდან 12:00 საათამდე სულ შემოსულია 473 ზარი. მათი უმრავლესობა სიაში ამომრჩევლის მონაცემების გადამოწმებას შეეხება. ანა მიქელაძემ მედიას ასევე მიაწოდა ინფორმაცია მცირე პროცედურული ხარვეზების შესახებ.

 „დუშეთის მე-13 უბანზე არ აღმოჩნდა მაჟორიტარული სახის ბიულეტენები. დანარჩენი ორი სახის ბიულეტენი მერისა და პროპორციული არჩევნებისთვის იყო უბანში. საოლქო საარჩევნო კომისიამ განკარგულებით მიიღო გადაწყვეტილება და საარჩევნო უბანს მაჟორიტარული სახის ბიულეტენები უკვე მიეწოდა. ამასთან დაკავშირებით დაწერილია საჩივარი და საბოლოო გადაწყვეტილებას შესაბამისი საარჩევნო ადმინისტრაცია მიიღებს. მარტვილის 34-ე უბანზე არ აღმოჩდა მარკირების შემოწმების ფარანი და ის დაუყოვნებლივ მიეწოდა კომისიას; ბოლნისის მე-20 საარჩევნო უბანზე „პრესს მედიის“ წარმომადგენელის მიმართ შედგა გაძევების ოქმი საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის არაერთხელ ხელის შეშლის გამო“,- განაცხადა ცესკოს სპიკერმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.06
  • 3.46
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45