ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების 23 წარმომადგენელი დააკვირდება

პარასკევი, 20 ოქტომბერი, 2017 - 23:32

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია დღეს იმ 12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების 23 წარმომადგენელს შეხვდა, რომლებიც 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდებიან.

თამარ ჟვანიამ დელეგაციის წევრებს ცესკოს მიერ წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებული საქმიანობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მან იმ მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩევლების ინფორმირებისთვის და საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებისთვის განახორციელა.

საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები ბულგარეთიდან, ბელარუსიდან, ავღანეთიდან, აზერბაიჯანიდან, ხორვატიიდან, იორდანიიდან, ლიტვადან, მალდივის რესპუბლიკიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, შრი ლანკადან, თურქეთიდან და უკრაინიდან დღის განმავლობაში სხვადასხვა საუბნო საარჩევნო კომისიებში გაუწევენ არჩევნებს მონიტორინგს და ხმის დათვლის პროცესსაც დაესწრებიან.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5