შალვა ნათელაშვილი პიარის მეფეა ამ არჩევნებზე! - ელისო კილაძე მერობის კანდიდატების საარჩევნო კამპანიას აფასებს

პარასკევი, 20 ოქტომბერი, 2017 - 20:17

გაზეთ "ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე თბილისის მერობის კანდიდატების საარჩევნო კამპანიას აფასებს და იმ კანდიდატს ასახელებს, ვისაც ხმას მისცემს.

"საარჩევნო კამპანია დასრულდა, რა შეიძლება ითქვას?

კახი კალაძის საარჩევნო კამპანია იყო მოსაწყენი, დრაივის გარეშე, ცოტა ხალხით და ბევრ ი"მე"

ზალიკო უდუმაშვილის კამპანია იყო არააგრესიული, არანეგატიური ადამიანების პრობლემებით.

ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც გუგავა მოვა იყო. შალვა ნათელაშვილი პიარის მეფეა ამ არჩევნებზე!

ალეკო ელისაშვილი იყო ჩვეულ ამპლუაში, ადამიანებს ელაპარაკებოდა მათთვის გასაგებ ენაზე და იმას, რისი მოსმენაც მათ სურდათ. 

ელენე ხოშტარიას საარჩევნო კამპანია იყო თანამედროვე, კარგად დაგეგმილი და ინოვაციური

გიორგი ვაშაძე იყო ზომიერად აგრესიული (კარგი გაგებით) და საინტერესო მესიჯებით.

ირმა ინაშვილმაც ახალი, აქციების ფორმა არჩია კამპანიის დროს, რითაც საკუთარ ამომრჩეველს სრული მობილიზება გაუკეთა.

კახა კუკავას კამპანია ინაშვილის ფონზე დაიკარგა.", - აცხადებს ელისო კილაძე და იქვე აცხადებს, რომ ის ქუთაისში მიდის და ხმას გრიგოლ ვაშაძეს აძლევს, "ეს ქუთაისის შანსია!!!!"

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.45
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43