წლის ბოლოს უკრაინაში ყველა სააკაშვილზე ილაპარაკებს - ასტროლოგი

, 20 აგვისტო, 2017 - 03:03

2017 წლის ბოლოს უკრაინა მიხეილ სააკაშვილზე  ილაპარაკებს, - აცხადებს ცნობილი ასტროლოგი სერგეი ლოგინოვი, რომელმაც წლის დასაწყისიდან უკრაინას პრობლემები უწინასწარმეტყველა, წლის ბოლოს კი ქვეყნისთვის შედარებით მშვიდი პერიოდი ივარაუდა.

სერგეი ლოგინოვი ზაფხულში სააკაშვილის აქტიურობასა და მის ცხოვრებაში რადიკალურ ცვლილებებს, შემოდგომით მისი შესაძლებლობების მასშტაბების გაზრდას და  უზარმაზარ ძალაუფლებას  ხედავს. 

ასტროლოგის თქმით, სააკაშვილს მაღალ თანამდებობაზე ხედავს, შესაძლოა, ის უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდეს. "მაღლა წავა", როგორც ამბობს, მას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება. 

მის გააქტიურებას კი უკვე ზაფხულში ვარაუდობს, რითაც პრობლემებს შეუქმნის ქვეყნის პრეზიდენტს. ასტროლოგი სააკაშვილს ამ პერიოდში ქარიშხალსა და ელვას ადარებს.  

ასტროლოგი შემოდგომით არ გამორიცხავს, სააკაშვილის პარლამენტში შევარდნას და ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს. დეკემბერში უკვე მის ცხოვრებაში დიდ ცვლილებებს - "წარმატებულ პარტნიორობას" უწინასწარმეტყველებს. 



 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6