რატომ მოკლეს ნედ სტარკი - "სამეფო კარის თამაშების" შემოქმედმა აღიარა, რატომ კლავს მთავარ პერსონაჟებს

ხუთშაბათი, 19 ოქტომბერი, 2017 - 22:56

რომანების ციკლის "ყინულისა და ცეცხლის სიმღერის" ავტორი  ჯორჯ მარტინი განმარტავს, თუ რატომ კლავს საყვარელ პერსონაჟებს.

როგორც რომანის ავტორმა პეტერბურგელ თაყვანისმცემლებთან შეხვედრაზე აღიარა,  ის მუდმივად იძულებულია,  მოკლას გმირები, რათა მკითხველის ინტერესი  შეინარჩუნოს.

"როდესაც გმირი უბედურებაშია ან საფრთხე ემუქრება, მინდა მკითხველს ისე შეეშინდეს, როგორც რეალობაში,  ერთადერთი შესაძლებლობა ამისა არის ის, რომ ვინმე მნიშვნელოვანი უეცრად მოკვდეს. მკითხველმა უნდა იგრძნოს, რომ შენ რეალურად თამაშობ და  რომ ამ  წიგნში შეიძლება ყველაფერი მოხდეს...  ამიტომაც მოვკალი ნედ სტარკი", -  განაცხადა მწერალმა.

ჯორჯ მარტინის თქმით, ბავშვობიდან მუდმივად კითხულობდა წიგნებს, რომლებიც  ძალიან პროგნოზირებადი იყო,  სადაც მთავარი გმირი იყო აუცილებლად "კარგი", ან "ცუდი", რომელსაც  არასოდეს ემუქრებოდა რეალური საფრთხე, ნებისმიერ შემთხვევაში გამარჯვებული გამოდიოდა და ნებისმიერ სიტუაციაში გამოსავალს პოულობდა.

მწერლის შეფასებით, წიგნების  ასეთი  ტრადიცია მკითხველს არასოდეს რეალურ განცდებს არ აღუძრავდა,რის გამოც მან ტრადიცია დაარღვია და მის რომანში ყველაფერი სხვაგვარადაა.

ცნობილი ამერიკული სერიალი "სამეფო კარის თამაშები"  ჯორჯ მარტინის "ყინულისა და ცეცხლის სიმღერის" მიხედვით გადაიღეს,   ერთ-ერთი მთავარი გმირი, ვინტერფელის ლორდი, ჩრდილოეთის მფლობელი ედარდ სტარკი სერიალის პირველ სეზონში მოკლეს. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61