ესპანეთმა, კატალონიის დამოუკიდებლობის საპასუხოდ, ავტონომიის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო

ხუთშაბათი, 19 ოქტომბერი, 2017 - 13:58

ესპანეთის ხელისუფლებამ შაბათს საგანგებო სხდომა დანიშნა, სადაც კატალონიის დამოუკიდებლობის საპასუხოდ ავტონომიის გაუქმების გადაწყვეტილებას მიიღებენ.

პრემიერ-მინისტრ მარიანო რახოის  პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ოთხშაბათს, ასევე საგანგებო სხდომაზე მინისტრთა კაბინეტმა  ქვეყანაში კონსტიტუციის 155-ე მუხლი აამოქმედა, რომელიც კატალონიის პირდაპირ მართვას ითვალისწინებს.

ეს იყო საპასუხო წერილი კატალონიის ლიდერის კარლეს პუჩდემონის წერილზე, სადაც  მარიანო რახოის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას და დიალოგს სთავაზობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დამოუკიდებლობის გამოცხადებით დაემუქრა.

"თუ ცენტრალური ხელისუფლება გაჯიუტდება, თავიდან აიცილებს დიალოგს და გააგრძელებს რეპრესიებს, მაშინ  კატალონიის პარლამენტს შეუძლია დამოუკიდებლობა კენჭისყრაზე დააყენოს და  ოფიციალურად გამოაცხადოს დამოუკიდებლობა",  - წერია კარლეს პუჩდემონის წერილში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59