საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოებას მიმართავს

ხუთშაბათი, 19 ოქტომბერი, 2017 - 18:47

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებას მიმართავს და  21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდებს.

პრეზიდენტის განცხადებით, საზოგადოების აქტიურობა მნიშვნელოვანია უფრო ძლიერი, მუშა და ეფექტური დემოკრატიის დამკვიდრების პროცესში.

"მე დარწმუნებული ვატ, საზოგადოებასთან ერთად შევქმნით უფრო ეფექტურ დემოკრატიას და საბოლოოდ მივიღებთ თანხმობის კონსტიტუციას:, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ამ თვალსაზრისიოთ,  ორ დღეში არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ორ დღეში, საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი უფლებების გასამყარებლად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ და  გავაძლიეროთ ქართული დემოკრატია. ეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. ყველა მოქალაქეს მოგიწოდებთ, აქტიური იყოთ,  მიხვიდეთ საარჩევნო უბნებზე, თქვენი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადოთ და  წვლილი შეიტანოთ  დემოკრატიის გაღრმავებაში, თქვენი ქალაქებიდან, სოფლებიდან. მოგიწოდებთ, აქტუალური მონაწილეობა მიიღოთ ხელისუფლების ჩამოყალიბების პროცესში, ნაბიჯი გადადგათ უფრო გაღრმავებული პლურალიზმისა და დემოკრატიის მიმართულებით", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6