ჩემთვის, უაღრესად ძნელია ამ კონსტიტუციაზე ხელის მოწერა - გიორგი მარგველაშვილი

ხუთშაბათი, 19 ოქტომბერი, 2017 - 18:38

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, მისთვის უაღრესად ძნელია ამ კონსტიტუციაზე ხელის მოწერა, თუმცა, როგორც აცხადებს,  შესაძლო დესტაბილიზაციის მიზეზების თავიდან ასაცილებლად, ყველანაირი ნაბიჯი უნდა გადავდგათ.

პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს  ერთი პარტიის კონსტიტუციას უწოდებს, მისივე თქმით, მან ვეტოს უფლებაც გამოიყენა, მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც მარგველაშვილმა განაცხადა, "ქართული ოცნება" ვერ გასცდა იმ ტრადიციას, რომელიც ერთპარტიულ კონსტიტუციას იღებდა ხოლმე საქართველოში და პარლამენტმა მიიღო ის, რაც აქამდე მომხდარა -  ერთპარტიული კონსტიტუცია.

"ჩემთვის, უაღრესად ძნელია ამ კონსტიტუციაზე ხელის მოწერა. მიუხედავად ამისა, ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, გამომდინარე იქიდან რომ ყველანაირი ნაბიჯი უნდა გადავდგათ, რომ თავიდან აცილებული იყოს შესაძლო დესტაბილიზაციის მიზეზები, მე, როგორც სახელმწიფოს მეთაური, სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და კონსტიტუციის გარანტი, ხელს ვაწერ ამ დოკუმენტს"- განაცხადა პრეზიდენტმა.

მარგველაშვილის თქმით, მთელ ამ პროცესში მათი სურვილი იყო ევროპული სტანდარტების დამკვიდრება, თუმცა :ქართული ოცნებისთვის" "გადაულახავ სიმაღლედ იქცა ის, როგორც იქცეოდნენ წინა ხელისუფლებები". 

შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბრის რიგგარეშე სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა და ვეტო 117 ხმით დაძლია.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61