აფხაზეთიდან გადმოსვენებული ქართველი გმირები სამხედრო პატივით დაკრძალეს

სამშაბათი, 17 ოქტომბერი, 2017 - 19:47

 დიღმის ძმათა სასაფლაოზე აფხაზეთიდან გადმოსვენებული 20 ქართველი გმირის სამხედრო პატივით დაკრძალვის ცერემონიალი გაიმართა. ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი დაესწრნენ.

სამგლოვიარო ცერემონიალზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია სიტყვით გამოვიდა და ქართველი გმირების დამსახურებაზე გაამახვილა ყურადღება. მან დაღუპული გმირების ოჯახებს მიუსამძიმრა და სამშობლოს ერთიანობისთვის გაღებული მსხვერპლისთვის მადლობა გადაუხადა.

ძმათა სასაფლაომდე საქართელოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოს პრემიერ მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთიდან გადმოსვენებული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ გადაიხადა. საქართველოს პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა გარდაცვილი გმირების ოჯახის წევრებს პირადად მიუსამძიმრეს.

საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი, მამია ალასანია ნარიყალაზე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალეს. 20 გმირი დიღმის ძმათა სასაფლაოზე, ოთხი კი ოჯახების მოთხოვნით მიწას საგვარეულო სასაფლაოზე მიაბარეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61