მშენებლობის ნებართვის გაცემისას ეკოლოგიური სტანდარტისა და გზების გამტარუნარიანობის გათვალისწინება აუცილებელი იქნება - კახა კალაძე

ოთხშაბათი, 18 ოქტომბერი, 2017 - 16:35

 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, მართვის პოლიტიკის პრეზენტაციისას დედაქალაქში ურბანული განვითარების მნიშვნელობაზე კიდევ ერთელ ისაუბრა და განაცხადა, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემისას, ეკოლოგიური სტანდარტისა და გზების გამტარუნარიანობის გათვალისწინება აუცილებელი გახდება, რაც კომპლექსურად, სპეციალური წესით განისაზღვრება.

მერობის კანდიდატის თქმით, თუ შესაბამისი სამსახურები არ დაადასტურებენ, რომ მოთხოვნები სტანდარტებს აკმაყოფილებენ, მშენებლობებზე ნებართვები არ გაიცემა.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც ბევრჯერ მითქვამს, ქალაქის ქაოტური განაშენიანება ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით, ეს არის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩემი მერობის პირობებში, საცხოვრებელი კორპუსებითვის სამშენებლო ნებართვების გაცემა სპორტული მოედნების, საზოგადოებრივი სივრცეებისა და პარკების ხარჯზე დასრულდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქალაქის განვითარება და აღმშენებლობა უნდა მოხდეს სწორად და თანმიმდევრულად, ხოლო იმისთვის, რომ თბილისში აღარ გაგრძელდეს უსახური შენობების მშენებლობა, განსაკუთრებული ყურადღება ვიზუალური სტანდარტის შემუშავებაზე გამახვილდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.69
  • 3.17
  • 3.57
  • 0.05
  • 0.69
  • 1.58