პუტინის მთავარ კონკურენტს ალექსეი ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება წაართვეს

სამშაბათი, 17 ოქტომბერი, 2017 - 21:05

რამდენიმეთვიანი კონსულტაციების შემდეგ, ოფიციალურმა პირებმა გადაწყვიტეს, ვლადიმერ  პუტინის მთავარი მოწინააღმდეგე, კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დამფუძნებელი, ალექსეი ნავალნი არ იქნეს დარეგისტრირებული პრეზიდენტობის კანდიდატად.

აღნიშნული ინფორმაცია BBC-ის რუსულ სამსახურს,  ანონიმურობის პირობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან პირმა მიაწოდა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კრემლის სცენარის დისკუსიაში.

საქმე იმაშია, რომ 2013 წელს, კიროვის სასამართლომ ალექსეი ნავალნის ხუთწლიანი პირობითი შეუფარდა, რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, მას ათი წლის განმავლობაში  არ შეუძლია საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ნავალნის იურისტებმა განაჩენი გაასაჩივრეს, 2016 წლის თებერვალში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის მხარემ დაარღვია ნავალნის უფლებები და რუსეთს სამართლიანი განაჩენის მიღებისკენ მოუწოდა. რუსეთის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა განაჩენი და ხელმეორე განხილვისთვის გადაგზავნა, რითაც ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება მიეცა  თუმცა  2017 წლის დასაწყისში, ისევ კიროვის სასამართლომ, ნავალნის  კვლავ პირობითი მსჯავრი შეუფარდა.  განაჩენი  მაისის თვეში ძალაში შევიდა.

ასე რომ, ნავალნის არჩევნებში მონაწილეობის უფლება კვლავ ჩამოერთვა .

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6