კახა კალაძის საარჩევნო პროგრამა შვიდ პრიორიტეტულ მიმართულებას მოიცავს - ირაკლი კობახიძე

სამშაბათი, 17 ოქტომბერი, 2017 - 17:10

 თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო პროგრამა შვიდ ძირითად მიმართულებას მოიცავს და შვიდივე ერთნაირად პრიორიტეტულია, - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო პროგრამას.

აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ თბილისის მერობის კანდიდატსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა, სადაც კახა კალაძემ ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო.

„აქ საუბარია იმ პრობლემებზე, რომელიც აწუხებს თბილისსა და თბილისის მოსახლეობას და საუბარია ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე. თითოეული ეს მიმართულება არის პრიორიტეტული“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, კახა კალაძეს კონკრეტული გეგმები აქვს წარმოდგენილი.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ პოლიტიკას, სადაც აქვს ძალიან კონკრეტული გეგმები წარმოდგენილი კახა კალაძეს, მათ შორის არის წარმოდგენილი პროექტები, რომელიც უნდა განხორციელდეს ბიზნეს სექტორთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი თბილისს მოუტანს ძალიან სწრაფ განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44