ორშაბათი, 16 ოქტომბერი, 2017 - 22:04
ექსპერტებმა, მსოფლიოს მასშტაბით, ქალებისთვის ყველაზე სახიფათო ქალაქები დაასახელეს. ყველაზე საშიში აღმოჩნდა ეგვიპტის დედაქალაქი ქაირო - ქალაქი საშიშია კულტურული ტრადიციების გამო. მეორე ადგილზეა პაკისტანის ქალაქი ყარაში, მესამე - კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქი კინშასა.
ასევე ათეულში მოხვდა ინდოეთის, პერუს, მექსიკის, ბანგლადეშის, ნიგერიის, ინდონეზიისა და თურქეთის დედაქალაქები.
მოსკოვი ქალებისთვის ყველაზე საშიში ქალაქების რეიტინგში მე-16 ადგილზეა. რუსეთის დედაქალაქი ქალებისთვის უსაფრთხოდ კულტურული ტრადიციების თვალსაზრისით მიიჩნევა და სექსუალური ძალადობის მხრივ ტოკიოს ჩამორჩება, - იუწყება Vedomosti.
რაც შეეხება ქალებისთვის ყველაზე უსაფრთხო ქალაქს, ის ლონდონი აღმოჩნდა.