კალათბურთის ფედერაციაში მსაჯთა "ეროვნულ ინსტრუქტორად" მუშაობა დრაგან ნეშკოვიჩმა დაიწყო

ორშაბათი, 16 ოქტომბერი, 2017 - 19:52

 კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, საქართველოში სამუშაოდ ჩამოვიდა ცნობილი არბიტრი, წლების მანძილზე ევროპის წამყვანი სანაკრები და საკლუბო ტურნირების ერთ-ერთი გამორჩეული მსაჯი, სერბი სპეციალისტი - დრაგან ნეშკოვიჩი.

ნეშკოვიჩმა სამსაჯო კარიერა ცოტა ხნის წინ დაასრულა და ინსტრუქტორი გახდა. იგი მუშაობს როგორც ახალგაზრდა, ისე გამოცდილ მსაჯებთან, აფასებს მათ საქმიანობას და კვალიფიკაციის ამაღლებაში ეხმარება.

დრაგან ნეშკოვიჩთან საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ კონტრაქტი გააფორმა, რომლის საფუძველზეც სერბი სპეციალისტი ფედერაციაში „ეროვნულ ინსტრუქტორად“ იმუშავებს.

ნეშკოვიჩი დაესწრო დუდუ დადიანის მემორიალის მატჩებს, სუპერთასს და სუპერლიგის პირველ ტურს. მან უკვე ჩაატარა პირველი სამუშაო შეხვედრა ქართველ მსაჯებთან და ამას ექნება სისტემატიური ხასიათი. უახლოეს მომავალში შეიქმნება პოტენციური მსაჯების ჯგუფი, რომელთანაც იმუშავებს დრაგან ნეშკოვიჩი და მათ სამსაჯო კარიერის წარმატებულად დაწყებაში დაეხმარება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 3
  • 3.43
  • 0.04
  • 0.6
  • 1.44