„ქართული ოცნების“ ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატის მხარდასაჭერად საფეხბურთო მატჩი გაიმართა

ორშაბათი, 16 ოქტომბერი, 2017 - 18:37

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატის ალექსანდრე ხუჯაძის მხარდასაჭერად, საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელებმა და მისმა მეგობრებმა საფეხბურთო მატჩი გამართეს.

თამაში ნოდარ ახალკაცის სახელობის სტადიონზე გაიმართა და ფრედ დასრულდა.

"დღევანდელ თამაშში მეგობრობამ გაიმარჯვა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეგობრები მიდგანან გვერდში და ასეთი მშვენიერი სანახაობა მოაწყვეს. ოჯახთან ერთად უპირველეს ძალას ჩემი მეგობრები მმატებენ და დარწმუნებული ვარ 21 ოქტომბერს მე და ჩემი გუნდი კახა კალაძის მეთაურობით დიდი სხვაობით გავიმარჯვებთ. ამის შემდეგ კი თბილისი ნამდვილად გახდება სიცოცხლით სავსე ქალაქი" - განაცხადა მატჩის დასრულების შემდეგ ალექსანდრე ხუჯაძემ.

მეგობრულ მატჩს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილიც ესწრებოდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.45
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43