ნაციონალურმა მოძრაობამ პუშკინის ქუჩისა და თაბორის მთის ნაწილის გასხვისება ხალხმრავალი აქციით გააპროტესტა

, 15 ოქტომბერი, 2017 - 16:05

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ პუშკინის ქუჩისა და თაბორის მთის ნაწილის ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემა ხალხმრავალი აქციით გააპროტესტა.

საპროტესტო აქცია-მსვლელობა რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო, რის შემდეგ პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სახლთან გადაინაცვლეს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების განცხადებით, ისინი საპროტესტო აქციების გაგრძელებას არ გამორიცხავენ, თუმცა მანამდე არჩევნების შედეგებს დაელოდებიან.

აქციის მონაწილეებმა  რამდენიმე დღის წინ საკრებულოს მიერ მიღებულ დადგენილება გააპროტესტეს, რომელიც  ბიძინა ივანიშვილისთვის ქალაქის ცენტრში 2 მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემას ეხება.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59