მოახლოვდა არჩევნები და ქოცების უნიჭო, ბინძური ანტიპიარი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. - ცოტნე გამსახურდია

, 15 ოქტომბერი, 2017 - 14:02

მოახლოვდა არჩევნები და ქოცების უნიჭო, ბინძური ანტიპიარი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. ელისაშვილმა "ბიჭები დააჭერინაო". ყველას გვახსოვს ტელეკომპანია "კავკასიაში" მომხდარი ინციდენტი, როდესაც ეთერში ფანატიკოსი ახალგაზრდების ჯგუფი შეიჭრა, რომელნიც პრორუსული ძალების დავალებით მოქმედებდნენ. დღეს ხსენებულ შეჭრილთა ნაწილი ქოცებმა "გააცოცხლეს" და ელისაშვილის წინააღმდეგ ბინძურ კამპანიაში ჩააბეს.

უნდა აღინიშნოს, რომ დღეს მათი დიდი ნაწილი გახლავთ ზომბირებული, მორუსეთო სუბიექტი, რომელთაც ელემენტარული კაცური, ადამიანური პრინციპები არ გააჩნიათ. მართლაც, რატომ უნდა გინდოდეს "პოლიტიკურ პატიმარს" მდიდარი, ძალაუფლებით გარყვნილი და გაზულუქებული მმართველი ძალისა და ისტებლიშმენტის დახმარება დამოუკიდებელი კანდიდატის წინააღმდეგ არჩევნების წინ? მაგრამ ფული ხომ ჯოჯოხეთს ანათებს, და მის ბინადრებსაც მადა არ აკლიათ...

აგერ, რა თქვა ალეკო ელისაშვილმა რეალურად სასამართლოზე. იქვე ტვ "კავკასიის" სხვა მესვეურების ჩვენებებიც არის... დაკავება რეალურად მხოლოდ პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე განხორციელდა, როგორც ეს მიღებული იყო და არის აქ დღესაც. ჯერ კიდევ 2010 წლის საგაზეთო მასალაა, - წერს სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდია..

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.06
  • 3.46
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45