ლიკა ქავჟარაძე მოკლეს და მკვლელი ცნობილია! - გია ეძგვერაძე

პარასკევი, 13 ოქტომბერი, 2017 - 14:15

ლიკა ქავჟარაძე მ ო კ ლ ე ს და მკვლელი ცნობილია! არანაირ თავის მოკვლას არ ჰქონია ადგილი! ეს მკვლელი არის პ ა ტ რ ი ა რ ქ ა ტ ი ! თავისი ქალის “გაღმერთებებით”, “იდეალების” გაფორმებებით (რაც საკუთარი მორალური მისიის არიდების უმდარესი ტაქტიკაა — საკუთარი მორალური პასუხისმგებლობის ქალ-“უბიწობაზე” გადაბარებით). ასეთი გაიდეალებები, გაქალღმერთებები არაადეკვატურს ხდის ადამიანს (ქალს), შემდეგ ეტაპზე კი დგება ქალის მოხმარების, მისი კაცის დასაკმაყოფილებელ ობიექტად ქცევის (გახელებული რომ დასდევენ ქალს და თავს ახვევენ თავის აღტყინებას) პერიოდი — პატრიარქატი ასეთი სტრატეგიებით საერთოდ ყოველგვარ ადამიანობას და სიყვარულს ანადგურებს (ყალბს ხდის), სულს ყოველგვარ სიმშვიდეს უკარგავს. ეს უსაზიზღესი დამოკიდებულება ყველაზე მეტად ვლინდება გამორჩეულ და არასტანდარტულ ფიზიკურ გარეგნობასთან დაკავშირებით — რაც კიდევ ერთხელ მოწმობს ყალბ განდიდებებზე, რომელსაც სარჩულად არანაირი სიყვარულის მოკრძალება და ნამდვილი თაყვანისცემის სიმშვიდე არ გააჩნია. პატრიარქატს (ამ ოფიციალურ და დაკანონებულ მკვლელს), არაერთი მოუკლია (მერლინ მონროს და პრინცესა დაიანას ჩათვლით) და კიდევ არაერთს მოკლავს, სანამ არ გადაშენდ/ჩამთავრდება, ეს უზნეო აღტყინებების ეპოქა.

პატრიარქატმა თავისი ისტორიული მისია მოათავა, ფინიშის სწორზე ადამიანები (კაცობრიობა) გაგვიყვანა და როგორც ყველაფერი მისია გამოცლილი სულ უფრო და უფრო სრულფასოვანი ბოროტმოქმედი ხდება... - წერს სოციალურ ქსელში მხატვარი გია ეძგვერაძე

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58