ივანიშვილმა პოლიტიკოსობა დაავალა ბიზნესმენებს და ექიმებს - ირაკლი ტაბლიაშვილი კონსტიტუციის ლეგიტიმურობაზე

შაბათი, 14 ოქტომბერი, 2017 - 13:57

ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი კონსტიტუციის ლეგიტიმურობას  ეჭვქვეშ აყენებს და ვარაუდობს, რომ "კონსტიტუცია, როცა იქნება, დაიხევა".

"კონსტიტუციას ხელს სავარაუდოდ მოაწერს არა ლეგიტიმურად და პირდაპირი არჩევნებით არჩეული პირი - პრეზიდენტი, არამედ, პარლამენტის მიერ არჩეული მისივე თავმჯდომარე. ქმნის თუ არა კონსტიტუციის ლეგიტიმურობის პრობლემას? თუ გავითვალისწინებთ, რომ პარტია ქართული ოცნების და ამ პარტიაში შესული სხვაპარტიელების (კონსერვატორები, სოც.დემები და ა.შ.) გარდა კონსტიტუციას არავინ უჭერს მხარს, ანუ, კანონს არ აქვს მხარდაჭერა ოპოზიციიდან;

თუ ამ ყველაფერს ზედ დავურთავთ ვენეციის კომისიისა და აშშ-ს საელჩოს შეშფოთებას; თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ დღევანდელ პარლამენტართა უმრავლესობა იდენტობით პოლიტიკოსი სულაც არაა...

თუ ისიც კარგად გვემახსოვრება, რომ ბატონმა ივანიშვილმა პოლიტიკოსობა დაავალა ბიზნესმენებს და ექიმებს, მსახიობებს და სპორტსმენებს... და ისინიც საკუთარ პროფესიებს მაშინვე დაუბრუნდებიან, როგორც კი ივანიშვილი მათთან "კონტრაქტს" აღარ გააგძელებს; უნდა ვთქვათ:

საუკეთესოც რომ იყოს ეს კანონი, მისი ლეგიტიმურობა საეჭვოა... და იოლია განჭვრეტა, რომ ეს კონსტიტუცია, როცა იქნება, დაიხევა", - აცხადებს ირაკლი ტავლიაშვილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61