შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტში საშემოდგომო გაწვევა დაიწყო

შაბათი, 14 ოქტომბერი, 2017 - 11:52

შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 295 წვევამდელმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის ეზოში სამხედრო ფიცი დადო.

ფიცის დადების ცერემონიას შს მინისტრის მოადგილეები - მერაბ მალანია და დავით ვარდიაშვილი, ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელები და წვევამდელთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.

ახალწვეულებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს, შემდეგ კი წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაღუპული შსს-ს თანამშრომლების ხსოვნას. ფიცის დადების პარალელურად, ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 25 წარჩინებულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეს საპატიო სიგელი გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ დემობილიზაციას დაქვემდებარებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეებიდან ორი წარჩინებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურე შეარჩია, რომლებიც ამავე დეპარტამენტში, სხვადასხვა თანამდებობაზე დასაქმდებიან. ახალწვეულები შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტში ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან, შესაბამისი წვრთნების შედეგად, სამხედრო საქმიანობას შეისწავლიან და პროფესიონალი ჯარისკაცისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს შეიძენენ. ახალწვეულები, ასევე, უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო სამედიცინო მომსახურებით და უფასო კვებით, ისარგებლებენ მოკლევადიანი შვებულებით და მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებებში.

სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ, წარჩინებულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს გადაეცემათ სერთიფიკატები. შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში, ისინი შსს-ს სხვადასხვა დანაყოფში დასაქმდებიან.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5