პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარასკევი, 13 ოქტომბერი, 2017 - 17:02

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო 117 ხმით დაძლია.

„ჩვენ ნამდვილად მივიღეთ ეროვნულ ინტერესებზე აგებული ევროპული ტიპის კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

დეპუტატებმა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარეს და კენჭისყრის შედეგად, პროექტების პირვანდელ რედაქციას მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს. თავდაპირველად კენჭი პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ პროექტს ეყარა, რომელსაც მხარი 8 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 110 - მა ხმა წინააღმდეგ მისცა. პარლამენტმა, 117 ხმით, 7-ის წინააღმდეგ, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას დაუჭირა მხარი.

უმრავლესობამ ვეტო დაძლია „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტზეც. პროექტის პირვანდელ ვერსიას მხარი პარლამენტის 117-მა წევრმა დაუჭირა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44