ლიკა ქავჟარაძეს ვაკის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალავენ

პარასკევი, 13 ოქტომბერი, 2017 - 23:09

მსახიობ ლიკა ქავჟარაძეს შაბათს, 14 ოქტომბერს, ვაკის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალავენ. მსახიობს ვაკის ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან გამოასვენებენ.

ლიკა ქავჟარაძე საკუთარ საცხოვრებელ სახლში ორი დღის წინ გარდაცვლილი ნახეს.

მსახიობი 26 ოქტომბერს 58 წლის გახდებოდა.

მსახიობის კინოკარიერა 12 წლიდან დაიწყო – 1972 წელს მიიწვიეს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. ამავე ასაკში მოკლემეტრაჟიან ფილმ „შადრევანში“ გადაიღეს. შემდეგ იყო „როცა აყვავდა ნუში“, „მშვენიერი კოსტიუმი“ და სხვა ფილმები. კინოში განსახიერებულ ოცდაათამდე როლის მიუხედავად, განსაკუთრებული აღიარება მას თენგიზ აბულაძის „ნატვრის ხეში“ შესრულებულმა მარიტას როლმა მოუტანა.

მიუხედავად აქტიური გადაღებებისა, მსახიობმა ბედი პოდიუმზეც სცადა. უკანასკნელ წლებში გამოჩნდა შოთა კალანდაძის ეროტიკულ ფილმში „მედუზა გორგონა“.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 2.95
  • 3.31
  • 0.04
  • 0.42
  • 1.53