გიორგი მარგველაშვილი "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" ფონდის პრეზიდენტს შეხვდა

პარასკევი, 13 ოქტომბერი, 2017 - 19:31

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფონდის "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" პრეზიდენტს კარლ გერშმანს შეხვდა.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე ესწრებოდა, ქვეყანაში დემოკრატიული და სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე, ამ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობასა და ფონდის ეგიდით საქართველოში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს.

თენგიზ ფხალაძის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილებოდა ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში რეგიონების მოსახლეობის ჩართულობის აუცილებლობა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა, რომლის განვითარებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისათვის.

გიორგი მარგველაშვილმა ფონდის წარმომადგენლებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45