ადამიანი ციხეში უნდა იჯდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ზიანს აყენებს სხვას - თამარ კორძაია იუსტიციის მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა

პარასკევი, 13 ოქტომბერი, 2017 - 15:18

რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი, თამარ კორძაია დეკრიმინალიზაციის შესახებ იუსტიციის მინისტრის გუშინდელ განცხადებას დღევანდელი ბრიფინგიდან გამოეხმაურა.

თამარ კორძაიამ კიდევ ერთხელ მოითხოვა ხელისუფლებისგან ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად რეალური ნაბიჯების გადადგმა.

"გუშინ "იმედი ნიუსმა" გაავრცელა იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის კომენატრი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას. სამწუხაროა, როდესაც "ქართული ოცნების" და მმართველი გუნდის წარმომადგენლები ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს ავრცელებენ, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რეალურად მმართველი პოლიტიკური გუნდი აგრძელებს იმ რეპრესიულ პოლიტიკას, რაც დაიწყო ნაციონალურმა მოძრაობამ. მხოლოდ და მხოლოდ მოქალაქეების ინდივიდუალური ბრძოლის შედეგად უწევს ხელისუფლებას იძულებით დათმობებზე წასვლა.

რესპუბლიკური პარტია მიიჩნევს, რომ რეპრესიული პოლიტიკა ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს, ბრძოლა ადამიანის წინააღმდეგ უნდა დასრულდეს იმიტომ, რომ არ შეიძლება ნარკომომხმარებელი იყოს დამნაშავე, არ შეიძლება, ადამიანი ჩავსვათ ციხეში იმიტომ, რომ ზიანს აყენებს საკუთარ ჯანმრთელობას და საკუთარ სიცოცხლეს. ადამიანი ციხეში უნდა იჯდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ზიანს აყენებს სხვას, მეორე პირს. აქედან გამომდინარე, არსებული ნარკოპოლიტიკა არის რეპრესიული, ის ემტერება ადამიანს, ადამიანის თავისუფალ ნებას და ჩვენ „რესპუბლიკელებს" მიგვაჩნია, რომ ეს უნდა შეიცვალოს.

ჩვენ გამოვაქვეყნეთ ჩვენი სტრატეგია ამის შესახებ და ვთვლით, რომ პორტუგალიაში არსებული მოდელი არის იდეალური, რადგან უცხადებს თანადგომას ადამიანს, ადამიანს რომელსაც სჭირდება მხარდაჭერა და არა ციხეში ჩასმა.

ჩვენ ვუერთდებით "თეთრი ხმაურის" მიერ გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ დროა, დაიწყოს ცვლილებები და სრულად ვართ მათი სულისკევეთების გამზიარებლები",- განაცხადა  თამარ კორძაიამ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45