ჩერჩილის მოწეული სიგარის ბიჩოკი აუქციონზე 12.2 ათას დოლარად გაიყიდა

პარასკევი, 13 ოქტომბერი, 2017 - 17:51

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ უინსტონ ჩერჩილის მოწეული სიგარის ბიჩოკი აუქციონზე 12.2 ათას დოლარად გაიყიდა, - იუწყება RR Auction-ი.

ჩერჩილის მოწეული სიგარის ბიჩოკს იმ თვითმფრინავის პილოტი ინახავდა, რომელმაც უინსტონ ჩერჩილი და მისი მეუღლე 1947 წლის 11 მაისს  ბრიტანეთის საჰაერო ბაზიდან პარიზამდე გადაიყვანა. სიგარაზე შერჩენილია წითელი-ოქროფერი  ეტიკეტიანი წარწერა "La Corona / Winston Churchill".

აუქციონზე  სიგარა  ჩერჩილის ფოტოსთან ერთად  იყო გატანილი, რომელიც საჰაერო ხომალდის დაშვების შემდეგაა გადაღებული.  ფოტოზე მას სიგარა უჭირავს და მელნიანი  კალმით წარწერა აქვს გაკეთებული -  "Winston S. Churchill".

ჩერჩილის სიგარის ბიჩოკის შემძენი  ფლორიდის შტატში ცხოვრობს, მისი ვინაობა არ სახელდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.53
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.49