სართიჭალაში ახალი სპორტული დარბაზი გაიხსნა

პარასკევი, 13 ოქტომბერი, 2017 - 13:36

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში ძიუდოს ახალი დარბაზი გაიხსნა, სადაც 300-მდე ნორჩი ძიუდოისტი ივარჯიშებს.

დარბაზის გახსნის საზეიმო ცერემონიას საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვეტერანი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ხაბარელი დაესწრნენ.

საერთაშორისო სტანდარტებით აგებული ძიუდოს დარბაზის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. პროექტის საერთო ღირებულება 458180 ლარია. დარბაზის ფართი 370 კვ მეტრია, ხოლო სპორტული კომპლექსის საერთო ტერიტორია 600 კვ მეტრს შეადგენს.

დარბაზში 2-2 გასახდელი და საშხაპე, ამდენივე საპირფარეშო და სავარჯიშო დარბაზია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.44
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46