ჩრდილოეთ კორეის ჰაკერებმა სეულს სამხედრო დოკუმენტები მოპარეს

ოთხშაბათი, 11 ოქტომბერი, 2017 - 14:40

ჩრდილოეთ კორეის ჰაკერებმა სამხრეთ კორეას დიდი ოდენობის  მნიშვნელოვანი  სამხედრო დოკუმენტები მოპარეს, მათ შორის, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის მკვლელობის გეგმა, - ირწმუნება სამხრეთ კორეელი დეპუტატი ლი ჩოლ ჰეი.

დეპუტატის თქმით, ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო.

მისივე თქმით, მოპარულ დოკუმენტებს შორის არის, სავარაუდოდ, სეულისა და ვაშინგტონის სამოქმედო გეგმა, ჩრდილოეთ კორეასთან ომის დაწყების შემთხვევაში. ასევე, ჰაკერების ხელში აღმოჩნდა სამხრეთ კორეელი სამხედროების ანგარიშები, რომლებიც  მოკავშირეებისთვის იყო მომზადებული 

არსებული ინფორმაციით, მოპარულია  სამხრეთ კორეის სპეციალური ძალების სამოქმედო დოკუმენტები,  ქვეყნის ელექტროსადგურებისა და სამხედრო ქარხნების მდებარეობისა და ფუნქციონირების შესახებ.

ლი ჩოლ ჰეის განცხადებით, ჰაკერებმა  სამხრეთ კორეის სამხედრო განყოფილებიდან სულ 235 გიგაბაიტის მოცულობის საბუთები ამოიღეს. მათგან 80% ჯერ არ არის იდენტიფიცირებული.

სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46