საქართველოს ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაცია რკინიგზელებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს

სამშაბათი, 10 ოქტომბერი, 2017 - 14:33

საქართველოს ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაცია რკინიგზელებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს.

"ძვირფასო რკინიგზელებო! დღეს 10 ოქტომბერია. სწორედ ამ დღეს თბილისიდან ფოთის მიმართულებით პირველი მატარებელი გავიდა და სწორედ ეს დღე საქართველოს რკინიგზის ,,დაბადების დღედ“ ითვლება.

საქართველოს ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაციის სახელით გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს! ბევრი ტვირთი გადაგვეზიდოს, ბევრი უმაღლესი სტანდარტის მატარებელი გვყოლოდეს, გვქონოდეს ულამაზესი სადგურები, საიდანაც ადამიანები საინტერესო მოგზაურობას დაიწყებენ და, რომლებიც ბედნიერი შეხვედრების ადგილად იქცევა. გვქონოდეს ჯანსაღი ამბიცია და ვიყოთ ნოვატორები და დომინანტები რეგიონში!

გისურვებთ ჯანმრთელობას, მუდმივ წინსვლასა და განვითარებას!", - ნათქვამია  საქართველოს ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაციის მილოცვის წერილში

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46